მთავარისიახლეებიმსოფლიოსაუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს სამეფო ოჯახის წევრი

საუდის არაბეთში სიკვდილით დასაჯეს სამეფო ოჯახის წევრი

Published on

საუდის არაბეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განაჩენი, რომელიც  პრინც თურქი ბინ საუდ ალ-ქაბირს 2014 წელს გამოუტანა სასამართლომ არაბეთის მოქალაქის მკვლელობისათვის, სისრულეშია მოყვანილი. 
 ეს პირველი შემთხვევაა   საუდის არაბეთის მონარქიის ისტორიაში,  როცა სამეფო ოჯახის წევრი სიკვდილით დასაჯეს.
პრინცმა მკვლელობა ჩაიდინა ქვეყნის დედაქალაქის ერ  რუიადის ერთ-ერთ განაპირა რაიონში, ე.წ კარვების დასახლებაში  ატეხილ ჯგუფურ  ჩხუბში,  მან ცეცხსასროლი იარაღით  დაცხრილა თავისივე მეგობარი ადილ ალ-მჯემიდი და მძიმედ დაჭრა კიდე ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. აღსანიშნავია, რომ ამის სემდეგ პრინცმა თავად გამოიძახა პოლიცია და  აღიარა დანაშაული.
სამეფო კარმა სცადა მრავალმილიონიანი კომპენსაცია შეეთავაზებინა მოკლულის ოჯახისათვის პრინცისთვის  სასჯელის შემსუბუქებაზე თანხმობის სანაცვლოდ,   მაგრამ  მიიღო პასუხი, რომ ,, ვერ მიიღებს ფულს, რომელსაც სისხლის სუნი აქვს და განაჩენი სისრუეში უნდა იქნეს მოყვანილი, რათა სამართალი  აღსრულდეს''.
 ბრძანება განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ სამეფო განკარგულებით არის სანქცირებული. მასში ნათქვამია, რომ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ხელს აღმართავს უდანაშაულო ადამიანებზე და დაღვრის მათ სისხლს. 
საუდის არაბეთში მოქმედიშარიათის  კანონების თანახმად, მკვლელობა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა, შეიარაღებული ძარცვა, გაუპატიურება და მკრეხელობა სიკვდილით ისჯება. სააგენტო ფრანს პრესის ცნობით,  პრინც თურქი ბინ საუდ ალ ქაბირის სიკვდილით დასჯა  134 – ე შემთხვევაა  მიმდინარე წლის ქრონიკაში. .Amnesty International-ის ცნობით კი, გასულ წელს საუდის არაბეთში 158 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

 

 

 

.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...