მთავარისიახლეებისაზოგადოებასახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მაღალ დაფინანსებას სამეგრელოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მაღალ დაფინანსებას სამეგრელოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს

Published on

2020 წელს დღგ-ის 19%-იდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მაღალ დაფინანსებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მიიღებს -ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის მომდევნო წლის პროექტიდან ხდება ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის 19%-იდან ამ მუნიციპალიტეტის დაფინანსების პროცენტი არ იცვლება და ის კვლავ 2.42% იქნება, მისი დაფინანსება მილიონ ექვსასი ათასით მაინც გაიზრდება. თუ წელს ზუგდიდმა ამ ფორმულით 22 888.2 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში ის 24 578.8 ათას ლარს მიიღებს.

რეგიონში დაფინანსებით მეორე ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტია. მომავალი წლისთვის მისი დაფინანსების პროცენტი უმნიშვნელოდ შეიცვლება – თუ წელს ის 0.80% იყო, გაისად 0.81% გახდება. ეს უმნიშვნელო პროცენტული მატება თანხობრივად 600 ათას ლარში გამოისახა – თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 7 526.0 ათასი მიიღო, 2020-ში ის 8 189.3 ათას ლარს მიიღებს.

მილიონ ექვსასი ათასით გაიზრდება სენაკის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. თუ წელს დღგ-ის 19%-დან 0.69% ერგო, გაისად პროცენტი 0.80-მდე გაიზრდება. შესაბამისად, წლევანდელი 6 545.8 ათასი ლარისგან განსხვავებით, 2020-ში სენაკი 8 182.2 ათას ლარს მიიღებს.

0.63%-იანი დაფინანსება რჩება, თუმცა, ამის მიუხედავად, თანხა 400 ათასი ლარით გაეზრდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს დღგ-ის 19%-დან 5 991.7 ათასი ლარი ერგო, 2020-ში ის 6 434.3 ათას ლარამდე მოიმატებს.

ანალოგიური ვითარებაა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც – 2020 წელს მისი დაფინანსების პროცენტი ისევ 0.55% იქნება, თუმცა, თანხა 400 ათასით მაინც გაიზრდება. წელს ამ მუნიციპალიტეტის დაფინანსება 5 195.0 ათას ლარს შეადგენდა, გაისად კი 5 578.8 ათასი ლარი გახდება.

წლევანდელთან შედარებით, ოდნავ ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს აბაშის მუნიციპალიტეტი. თუ წელს დღგ-ის 19%-ის განაწილებისას ამ მუნიციპალიტეტს 0.57% ერგო, 2020-ში ის 0.53%-მდე დაიწევს. შესაბამისად, წელს მიღებული 5 388.6 ათასის ნაცვლად, გაისად 2 ათასით ნაკლებს – 5 386.4 ათას ლარს მიიღებს.

850 ათასით გაიზრდება ქალაქ ფოთის დაფინანსება. ის დღგ-ის 19%-იდან 0,42%-ს, ანუ 4 248.1 ათას ლარს მიიღებს. წელს ფოთი, 0.36%-ის შესაბამისად, 3 398.5 ათასი ლარით ფინანსდებოდა.

836 ათასით გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-იანი ფონდიდან 0.35%-ს, შესაბამისად, 3 346.4 ათას ლარი მიიღო, გაისად ეს პროცენტი 0.41-მდე მოიმატებს, შესაბამისად, თანხაც 4 183.0 ათას ლარამდე გაიზრდება.

რეგიონში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას ხობის მუნიციპალიტეტი მიიღებს, თუმცა, ეს თანხა წლევანდელზე მეტი იქნება, ვინაიდან იზრდება თავად დაფინანსების პროცენტი – თუ წელს ამ პროგრამიდან ხობმა 0.34%, ანუ 3 250.0 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში ეს პროცენტი 0.40-მდე აიწევს, თანხა კი 800 ათასით მოიმატებს და 4 062.5 ათასი ლარი გახდება.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...