მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,კაცი რომელმაც ოზურგეთში კრიმინალების წყალობით მეორე ტური მოიპარა“

,,კაცი რომელმაც ოზურგეთში კრიმინალების წყალობით მეორე ტური მოიპარა“

Published on

,,გურია ნიუსი'' ქართული ოცნების კანდიდატს არჩილ თალაკვაძესა და მის ოპონენტებს შორის მიმფინარე ,,ფეისბუქ ომს " ეხმაურება:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, დავით მჟავანაძე, "ოცნების" დეპუტატს, არჩილ თალაკვაძეს, გუშინ, მის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტზე პასუხობს და მის ძირითად მოვალეობას, ხალხის დახმარებას ახსენებს:  
"იმ პერსონის მხრიდან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო , დეპუტატის მანდატი კი კრიმინალების ,,წყალობით ჩაიგდო ხელში“ , მინიმუმ უხერხულია ასეთ ტონალობაში საუბარი. ისევ თქვენი ერთგული გარემოცვა იუწყება, სინამდვილეში რომ ძალიანაც ,, გატეხილში“ ყოფილხარ, ამის მეტად როგორ ვერ დამაფასა ოზურგეთმა, ასე , ,, წიხლით შესაყვანი“ რომ აღმოვჩნდიო… ჯერ ხეირიანად მადლობაც არ გითქვამს შენი ქალაქისთვის და უკვე ,, ფახიფუხი“ დაგიწყია.
ასე გულადად ცოტა ხნის წინ არ გამოიყურებოდი, საკუთარი შტაბის წევრების ,, კალთას რომ ეფარებოდი“ , დებატებში მხოლოდ იმ პირობით მოვალ, მჟავანაძე თუ არ იქნებაო.
ეს თქვენი წარსულია და ამას ვერ წაშლით და ვერ გააქრობთ . თქვენ უკვე შეგარქვათ სახელი ოზურგეთმა, ( ისევე როგორც წინა მაჟორიტარს), და ეს სახელია,, კაცი, რომელმაც მეორე ტური მოიპარა“.
პს. ერთ კეთილ რჩევასაც მოგცემთ, სოციალურ ქსელებში კეკლუცს და ,, ცირკაჩობას“ ეგებ ის ჯობდეს, ათასობით ოზურგეთელს დაეხმარო, საჯაროდ რომ ითხოვს შველას .. მერწმუნეთ, ერთი ნაღდი საქმე მაინც გამოგივათ გაკეთებული… კაცმა შეიძლება ზოგჯერ ომი მოიგო, მაგრამ მთავარი ბრძოლის მოგებააა.
და კიდე უფრო მთავარი, ამ ბრძოლაში სახე არ დაკარგო ადამიანმა! თორემ ათას სარზე გადამხტარი, ცხრაპარტიაგამონაცვალი და პოლიტიკურად გაბახებული პერსონების და ერის დედიკოების ლაიქობა დიდი ვერაფერი წარმატებააა"-პასუხობს არჩილ თალაკვაძეს დავით მჟავანაძე.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...