მთავარისიახლეებიმსოფლიო„ოჯახს არცხვენ!..“ — დაღესტანში კაცმა ყოფილი ცოლი და მისი 23 წლის ქალიშვილი...

„ოჯახს არცხვენ!..“ — დაღესტანში კაცმა ყოფილი ცოლი და მისი 23 წლის ქალიშვილი მოკლა

Published on

დაღესტანში, ხასავიურტში, 46 წლის კაცმა ყოფილი ცოლი და მისი ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა 8 სექტემბერს, კაფე „Золотая вилка“-ში მოხდა, სადაც ორივე ქალი მუშაობდა.
SHOT-ის ინფორმაციით, კაცი 45 წლის ყოფილ ცოლს სამსახურის დატოვებას სთხოვდა — ეუბნებოდა, რომ რესტორანში მუშაობით „ოჯახს არცხვენდა“ და მათი ხუთი არასრულწლოვანი შვილის აღზრდით უნდა დაკავებულიყო.
ქალმა უარი უთხრა. SHOT-ის ცნობით, როდესაც ის გაქცევას ცდილობდა, ყოფილმა ქმარმა პისტოლეტიდან ესროლა. დედის დასახმარებლად მისი 23 წლის ქალიშვილი მივარდა, რომელიც იმავე დაწესებულებაში მუშაობდა. კაცმა მასაც ესროლა. დედა ადგილზე დაიღუპა, ახალგაზრდა ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობდნენ. Mash წერს, რომ კაცი ქალს მანამდეც უთვალთვალებდა, სამსახურში აკითხავდა, ეჭვიანობდა და კონფლიქტებს უწყობდა. ამავე წყაროს ცნობით, ქალი ხუთ არასრულწლოვან შვილს ძირითადად თავად არჩენდა.
ეჭვმიტანილი დაკავებულია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მას ბრალი ორი ადამიანის მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენა. მას შესაძლოა უვადო პატიმრობა დაემუქროს.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...