მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო სექტორის განცხადებით მნიშვნელოვანია მეორე ტურმა პირველისაგან განსხვავებით კითხვის ნიშნები არ...

არასამთავრობო სექტორის განცხადებით მნიშვნელოვანია მეორე ტურმა პირველისაგან განსხვავებით კითხვის ნიშნები არ გააჩინოს

Published on

სამოქალაქო სექტორი საარჩევნო ადმინისტრაციას და სამართალდამცავ სტრუქტურებს არჩევნების მეორე ტურისთვის მეტი მობილიზებისკენ მოუწოდებს .
 ისინი ყურადღებას ამახვილებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ  საუბნო კომისიებიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმების დაგვიანებულ გამოქვეყნებაზე პირველი ტურის შემდეგ და მოითხოვენ მსგავსი ქმედების დაუშვბლობას მეორე ტურში, რათა არ გაჩნდეს კითხვები მისი ობიექტურობის მიმართ. 
 .არასამთავრობოების განცხადებით, მნიშვნელოვანია მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს და არ მოხდეს 8 ოქტომბრის მსგავსი ინციდენტები, თუმცა გარკვეულ რისკებზეც მაინც საუბრობენ.
,,არსებობს რისკები იმისა, რომარჩევნების დღეს, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი იმ რამდენიმე ოლქში, სადაც ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, იყოს გარკვეული ინციდენტები, ამიტომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მეტი ყურადღებით უდა იმოქმედონ – აცხადებენ ,,სამართლიან არჩევნებში''.  
შეგახსენებთ, ცესკოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი კენჭისყრა კი 22 ოქტომბერს ჩატარდება.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...