მთავარისიახლეებიპოლიტიკახმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის, კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სხდომის განსახილველ საკითხებზე დეპუტატების მიერ გამოთქმულმა აზრთა სხვადასხვაობამ ხმაური გამოიწვია, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა აზრის გამოთქმის ხელისშეშლაში დაადანაშაულა. აღნიშნულ კამათს ასევე დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა. საბოლოოდ სხდომაზე 15 წუთით შესვენება გამოცხადდა. ანი წითლიძემ და გიორგი თოდუამ სხდომის ბოლოს დაპირისპირების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთეს. საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ განცხადება გააკეთა, კერძოდ, დეპუტატის თქმით, მერიის არქიტექტურის სამსახური და მისი ხელმძღვანელი ეკატერინე თოდუა დაკისრებულო მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს. წითლიძის თქმით, მცირე მეწარმემ გია ჯიქიამ მერიას სწრაფი კვების ობიექტის გახსნის ნებართის მოპოვების შსახებ მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა. მისი თქმით, მერიის სამსახური ამ დრომდე პასუხს არ იძლევა ნებართვის გაცემის  შესახებ.მცირე მეწარმე გია ჯიქია ზუგდიდის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ლელა ქებურიას მეუღლეა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეა. უკავშირდება თუ არა გია ჯიქიას საქმეს მეუღლის პოლიტიკური საქმიანობა ამაზე ანა წითლიძე ამბობს, რომ არსებობს ამის ნიშნები. ტელეკომპანია ოდიში გია ჯიქიას დაუკავშირდა, თუმცა მან სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა ჩვენთან პირად საუბარში დაადასტურა, რომ აღნიშნული ფაქტი ნამდვილად მოხდა და საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ანა წითლიძის მიერ გაკეთებული გაცხადება სიმართლეს შეესაბამება. მიუხედავად დიდი მცდელობისა ტელეკომპანია ოდიში ვერ დაუკავშირდა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს. ეკატერინე თოდუამ ჩვენი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად სატელეფონო ზარზე და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე  არ გვიპასუხა.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...