მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო პიკნიკს უმასპინძლა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო პიკნიკს უმასპინძლა [Video]

Published on

ზუგდიდში, რუხი მოლის ტერიტორიაზე  მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019 -ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი, რომელსაც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. პიკნიკზე სულ 18  პავილიონი იყო გახსნილი. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო – კვლევითი ცენტრები.

 უმაღლესმა სასწავლებლებმა  სხვადასხვა პროექტები, ლაბორატორიული ცდები, სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობები და ნაკეთობები წარმოადგინეს. გარდა ამისა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის და  სამაჩაბლოს  ისტორიული მემკვიდრეობის  ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო.პიკნიკზე წარმოდგენილ სამეცნიერო და ინოვაციურ პრეზენტაციებს   საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები და ჩამოსული სტუმრები გაეცნენ.  ხელი მოეწერა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, საზეიმოდ გაიჭრა ტორტიც. „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019-ის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. მისი ორგანიზატორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი არიან.
ფესტივალის დახურვის ღონისძიება რუხის ციხეში ბენდის “New One”  კონცერტით დასრულდა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...