მთავარისიახლეებისამართალიგურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ,,თუ დამეკისრა ჯარიმა, ფოსტით გავუგზავნი...

გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ,,თუ დამეკისრა ჯარიმა, ფოსტით გავუგზავნი ბიძინას , ბევრი აქვს ფული და გადაიხადოს” – აცხადებს იგი

Published on

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

გამომდინარე იქიდან, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები არასრული იყო, სამართალდამცავებმა იმის დასადასტურებლად, რომ ჩალაგაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, წარმოადგინეს სამხრე კამერები, რაც მოსამართლემ საკმარისად არ ჩათვალა და ამ მიზეზით პროცესი გადადო.

,,ეს ყველაფერი არის ფარსი, უნდოდათ, რომ ჩალაგაშვილი რაღაცით შეეშინებინათ. – განაცხადა ჩალაგაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავაისუფლების შემდეგ. – მინდა მოსახლეობას ვუთხრა ერთი რამ თუ საკუთარ მანქანაში, უკანა სავარძელში იჯდებით, ფანჯარა გექნებათ ჩაწეული და მოინდომებთ სიმართლის თქმას, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი არის სისხლისმსმელი და მას მოიხსენიებთ აუგად, ამ შემთხვევაში მესამე სართულზე 30 მეტრში მდგარ კორპუსში ვიღაც გაიღვიძებს გაიგებს ამ ხმას გამოვა შეწუხდება და შენ ხარ დამნაშავე. ეს არის სამართალი და ამათი მტკიცებულება. სამი თვის განმავლობაში მე ვამბობ ყველგან, რომ მუდმივად სუს-ის მანქანა დაგვყვება უკან. სამი დღეა გავყიდე მანქანა, არ მყავს და ამაზე გაცოფდნენ ამაზე ვერ მიპოვნენ და საბოლოოდ მიპოვეს მივდიოდი და მოპირდაპირე მხრიდან მომავალმა პატრულმა ეტყობა მიიღო უცებ რაღაც შეტყობინება, უცებ მოგვატრიალა, გაგვაჩერა და ჰოი საოცრებავ… თუ დამეკისრა ჯარიმა, აუცილებლად ჩავდებ კონვერტში და გავუგზავნი ბიძინას ფოსტით, ბევრი აქვს ფული და გადაიხადოს”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს, ოპოზიცია კი აცახადებს, რომ ეს დაკავება სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნის გამოხატულება

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...