მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ადვოკატმა როლანდ შონიამ ზუგდიდის...

ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ადვოკატმა როლანდ შონიამ ზუგდიდის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

Published on

ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას ადვოკატმა როლანდ შონიამ ზუგდიდის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა,ადვოკატის თქმით,გამომძიებელმა დაარღვია  საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მესამე ნაწილი,რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულებათა დაუყოვნებლივ გაცვლას ,რაც კაკო ტიბუას დაკავების შემთხვევაში  არ მომხდარა.ადვოკატის თქმით 2 დღეა მტკიცებულებათა გაცვლის მოთხოვნა დაყენებული აქვს  გამომძიებლის ნახვას კი ვერ ახერხებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში სადაც ნათქვამია რომ კაკო ტიბუას ბრალი წარედგინა 163-ე მუხით,რაც საარჩევნო კომისიისათვის ხელის შეშლას გულისხმობს ადვოკატი უარყოფს.როლანდ შონიას მტკიცებით 2 დღის განმავლობაში კაკო ტიბუას ბრალიც არ აქვს წარდგენილი,ბრალის წარდგენა ადვოკატის გარეშე ვერ მოხდებოდა და თუ ეს მოხდა  ადვოკატის თქმით საქმე გვაქ უკანონო ქმედებასთან.ადვოკატის ინფორმაციით ,ბრალდებული 2 დღის განმავლობაში არც დაუკითხავთ.შეგახსენებთ რომ  ჯიხაშკარის 108-ე უბნის დარბევის ბრალდებით კიდევ ერთი პიროვნება გიორგი მხეიძეა დაკავებული,რომელსაც სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...