მთავარისიახლეებისამართალიანაკლიაში ნარკოდანაშაულისტვის დაკავებულ პირს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ანაკლიაში ნარკოდანაშაულისტვის დაკავებულ პირს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, 2 პირი: 1963 წელს დაბადებული ტ.შ. და 1983 წელს დაბადებული პ.დ. დააკავეს.- პ.დ.-პოლიციამ  ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ანაკლიაში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ფსიქოტროპული პრეპარატი “ლირიკის” 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტ.შ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხაშურში, საავტომობილო გზაზე დააკავეს.

„დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – “ჰეროინი” და ,,კოკაინი” ამოიღო. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...