მთავარისიახლეებიპოლიტიკააკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით სოფელ ყიზილაჯლოში, რამდენიმე ოჯახში შეიჭრნენ და 7 პირი დააკავეს.

აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით სოფელ ყიზილაჯლოში, რამდენიმე ოჯახში შეიჭრნენ და 7 პირი დააკავეს.

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, დღეს გამთენიისას სპეცრაზმელები მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, რამდენიმე ოჯახში შეიჭრნენ და 7 პირი დააკავეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“იმამკულიევმა განუცხადა, მათ ოჯახებში დაამტვრიეს ავეჯი, სცემეს ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ 8 ოქტომბერს ყიზილ-აჯლოში განვითარებულ მოვლენებთან.„ეს მოხდა დილის 4:00 საათზე. რა იყო მიზეზი, ვერ გეტყვით. თავად არაფერს ამბობენ. ჩვენ იურისტებს ველოდებით და გაარკვევენ, რატომ დააკავეს ისინი. ჩემი ვარაუდია, რომ მიზანი დაშინებაა. ეს არის არა სპეცოპერაცია, ეს არის მოსახლეობის დაშინება, რადგან იციან მარნეულის მუნიციპლიტეტში იქნება მეორე ტური ან 36-ე უბანზე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და შესაძლოა მე მოვიგო, ამიტომ „ქართული ოცნება“ ამ მეთოდს მიმართავს“, – განაცხადა იმამკულიევმა.
 
 

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...