მთავარისიახლეებისაზოგადოება„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ სამეგრელოს რეგიონულმა ორგანიზაციამ ანგარიში წარადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ სამეგრელოს რეგიონულმა ორგანიზაციამ ანგარიში წარადგინა [Video]

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ სამეგრელოს რეგიონულმა ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოსახლეობის მხრიდან მიღებული ინფორმაციებიდან გამომდინარე დეტალური ანგარიში წარუდგინა. არჩილ თოდუამ პრეზენტაციაზე მიმოიხილა ქალაქისა და სოფლების უბნები, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, უკვე ერთ წელზე მეტია სამოქალაქო საბჭოები ფუნქციონირებენ და საბჭოს წევრები აწვდიან მათ პერსონალურად ინფორმაციას მათივე დასახლებებში არსებულ პრობლემებზე. ზუგდიდის მინიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ამ პრობლემების ჩამონათვალის უმეტესობა მათთვის ნაცნობი იყო. მან ინფორმაციული და მოცულობითი სამუშაოების ჩატარებისთვის „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს“ სამეგრელოს რეგიონულ ოფისს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ერთობლივი თანამშრომლობა სამუშაო პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...