მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელ ახალგაზრდა მეწარმე ქალებს ბიზნეს-იდეები დაუფინანსეს

ზუგდიდელ ახალგაზრდა მეწარმე ქალებს ბიზნეს-იდეები დაუფინანსეს [Video]

Published on

ზუგდიდში, სოციალურ კაფე Mego-BAR-ში მეწარმეთა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ოთხი ახალგაზრდა მეწარმე ქალის, დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. მათ სპეციალური სერთიფიკატები და 250 ევროს ოდენობით საგრანტო თანხა გადაეცათ. ღონისძიება აზერბაიჯანის სტუდენტური კავშირის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის “მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა. პროექტის სახელწოდება გახლავთ “ახალგაზრდა მეწარმეთა განათლება პიროვნული განვითარებისთვის“ (Get Ready for Life – Youth Entrepreneurship Education for Personal Development) და მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის პროგრამა ERSAMUS+. „მშვიდობისა და განვითარების აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი მაკა სართანია განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე საქართველოდან კერძოდ თბილისიდან, სამეგრელოსა და იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდული მუშაკები, რომელთაც მიიღეს გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია მეწარმეობის შესახებ . პროგრამის დასრულების შემდგომ, მასში მონაწილე ლიდერებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებში ჩაატარეს საინფორმაციო ტიპის შეხვერები მეწარმეებისა და სტარტაპერებისთვის. პროექტების მენეჯერის მიშა როგავას თქმით, აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ბიზნეს-იდეები მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და მოეპოვებინთ დაფინანსება მათ განსახორციელებლად. მისივე განმარტებით, საკონკურსო განაცხადების შერჩევა და გამარჯვებული მეწარმეების გამოვლენა აზერბაიჯანული და ქართული მხარის ექსპერტთა მონაწილეობით მოხდა. პროექტში გამარჯვებულმა მეწარმე ქალებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ ბიზნეს-იდეების განხორციელებისთვის ამ სახის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...