მთავარიUncategorizedათენში დაკარგული ქართველი გოგონა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, იპოვეს

ათენში დაკარგული ქართველი გოგონა, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, იპოვეს

Published on

საბერძნეთში,   ქალაქ ათენში დაკარგული ქართველი გოგონა,რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, გვერდი georgians.gr ავრცელებს.

“ათენში დაკარგული ქართველი გოგონა, სახელად სალომე, იპოვეს. არის ცოცხალი და იმყოფება ელეფსინაში, კერძოდ თრიასიოს საავადმყოფოში. ამ წუთას მისი ახლობლები იქ მიდიან. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვიცით” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე გოგინაშვილი ორი დღის წინ გავიდა შინიდან და მას შემდეგ არ გამოჩენილა, გოგონა ზარებს არ პასუხობდა, მოგვიანებით ტელეფონიც გაითიშა. ორი დღის წინ გოგონას დედამ ნონა კუპრაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებას ითხოვდა.
“მიშველეთ ხალხო, ვისაც შეგიძლიათ გამოდით, აქცია მომაწყობინეთ, მომეხმარეთ, ჩემი სალო მაპოვნინეთ” – წერდა ნონა კუპრაშვილი.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...