მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია: "მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას, მოაწერს ხელს საკუთარ პროფესიულ...

ნიკა გვარამია: “მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას, მოაწერს ხელს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს”

Published on

„რუსთავი 2-ის საქმე არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ქართული დემოკრატიის არსებობისთვის. ამიტომ, ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის სამეზე, ხელს მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილს. ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ ეს არ გაეკეთებინა“ – განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის ქონების დაყადაღების პასუხად გააკეთა. ტელეკომპანიის კუთვნილი ავტომობილები აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დააყადაღა. მიიღებს თუ არა ბიზნესმენის სარჩელს სასამართლო წარმოებაში და დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა, ორშაბათს გახდება ცნობილი. თავად რუსთავი 2 აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილის დაბრუნებას ითხოვს. ამ დრომდე ქონების დაყადაღების შესახებ კომენტარი არ კეთდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...