მთავარისიახლეებიმსოფლიოფრანსუა ოლანდი არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, რომელიც არ აღმოჩნდა მზად მხოლოდ სირიის...

ფრანსუა ოლანდი არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, რომელიც არ აღმოჩნდა მზად მხოლოდ სირიის საკითხზე სასაუბროდ

Published on

 ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საფრანგეთში, რომელიც 19 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, არ შედგება – პუტინმა გამგზავრება გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფრანსუა ოლანდი რუს კოლეგასთან მხოლოდ სირიის საკითხზე სასაუბროდ გეგმავდა შეხვედრას, 
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა  ფრანსუა ოლანდის განცხადება მედიისათვის, რომლის თანახმად,  პუტინთან შეხვედრას აზრი არა აქვს, თუ  არ იქნება სირიასთან დაკავშირებული საკითხის ექსკლუზიური განხილვა  და თუ პუტინი ამისთვის მზად არ არის, იგი არ შეხვდება მას.  საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის გამო, რუსეთს სამხედრო დანაშაულის ბრალი წარედგინოს.
 ექსპერტების აზრით, ასეთი განცხადების შემდეგ პარიზში გაფრენა რუსეთის კულტურული ცენტრის გახსნისთვის, რაც  ოლანდთან აწ უვე ჩაშლილი შეხვედრის პარალელურად იყო დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში , პუტინისთვის ნიშნავს სახის დაკარგვას თავის ქვეყანაში. რუსული რეჟიმი ჩიხშია – მას არ სურს გახდეს ,,თავისუფალი სამყაროს'' ნაწილი, რადგან იქ თავის თავს მხოლოდ ღარიბი ნათესავის როლში ხედავს, და ამავე დროს არა აქვს ძალა იყოს ძლიერი სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც ძალუძს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს შიდა გამოწვევებს, სწორედ ეს შინაგანი გაურკვევლობაა იმის მიზეზი, რომ იგი თვთგანკვეთილის მდგომარეობაში რჩება.  
 

 

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...