მთავარისიახლეებისამართალისუს-მა თაღლითობის ბრალდებით სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობისთვის “ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის” დამფუძნებელი და დირექტორი – ნუგზარ ბ. დააკავა. გარდა ამისა, სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს “არგი ჯგუფის” დამფუძნებელი და დირექტორი – გიორგი ხ. 

“საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არგი-ჯგუფის“ დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა შპს “ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“, რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს. თავის მხრივ არგი ჯგუფის დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი  დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, არგი ჯგუფმა სამუშაოები ჩაიბარა” – აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 220-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...