მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ბურჯანაძე კარგავს პარტიას

ნინო ბურჯანაძე კარგავს პარტიას

Published on

დასრულდა ქრისტიან – დემოკრატიული პარტიის წევრთა ერთი ნაწილის მიერ 8 თვის წინათ წამოწყებული სასამართლო დავა 2014 წლის 6 მაისს ჩატარებული პარტიის ყრილობისა და მისი გადაწყვეტილებების არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნით.

სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და აღნიშნული ყრილობა უკანონოდ აღიარა, რაც ნიშნავს,  რომ  ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ის ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდა, კანონის მოთხოვნების დარღვევით ჩატარდა და ბათილად იქნა ცნობილი“ -აცახდებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი გოჩა ჯოჯუა.

მისი განმარტებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას დაუბრუნდება ის იურიდიული პირობები, რაც არალეგიტიმურად ჰქონდა წართმეული და პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ნინო ბურჯანაძის პარტია  კარგავს კომისიის წევრს ცენტრალურ და ყველა დონის საარჩევნო კომისიებში, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა პრივილეგიებს, რომელსაც კანონი კვალიფიციურ პარტიას აკუთვნებს . თუმცა, მას ზემოთ აღნიშნული დაფინანსების ნაწილი უკვე წაღებული აქვს არალეგიმიტურად, რაც მილიონ ლარზე მეტ თანხას შეადგენს.

როგორც ცნობილია, 2014 წლის 6 მაისის ყრილობის შემდეგ პარტიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და გარკვეულ წარმატებას მიაღწია. შემდეგ ჩატარდა პარტიის მორიგი ყრილობა, სადაც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი და ამჟამად ფუნქციონირებს როგორც"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...