მთავარისიახლეებისამართალისალომე ზურაბიშვილმა მკვლელებთან ერთად ორი ნარკორელიზატორიც შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა მკვლელებთან ერთად ორი ნარკორელიზატორიც შეიწყალა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად ორი ნარკორეალიზატორიც შეიწყალა და გარდა მისა, რომ გაათავისულასაპატიმრო სასჯელის მოხდისგან, ისე შეუმცირა პირობითი სასჯელი. ერთი 25 წლის სანდრო არდაზიშვილია, მეორე კი 34 წლის თეა ბედინაძე.

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ნარკორეალიზატორი, 25 წლის სანდრო არდაზიშვილი, რომელმაც დაკავებიდან 6 თვეში დატოვა საპყრობილე, ამბობს, რომ ქვეყნის პირველი პირის სახელზე განცხადება დედამისმა დაწერა.


არდაზიშვილი “მთავარ არხთან” აცხადებს, რომ ოჯახმა განცხადება დაწერა საპატრიარქოს სახელზეც.

“სავარაუდოდ იმიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქამდე ნასამართლევი არ ვყოფილვარ. პირადი შემთხვევა იყო, პირადი მოხმარებისთვის მქონდა. თან სტუდენტი ვარ, თან დასაქმებულიც ვიყავი. ალბათ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე”- განაცხადა ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულმა სანდრო არდაზიშვილმა.

არდაზიშვილი გასამართლებული იყო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით , რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულის ჩადენას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სანდრო არდაზიშვილს პატიმრობა 2019 წლის მაისში შეუფარდეს. მან საპყრობილეში მხოლოდ 6 თვე დაჰყო

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...