მთავარისიახლეებისამართალიმოსამართლეობის კანდიდატი არსებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს - ყველაფერი მოსწონს?

მოსამართლეობის კანდიდატი არსებული სასამართლო პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს – ყველაფერი მოსწონს?

Published on

,,დღეს უზენაესი სასამართლო იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. იქ ჩემი კოლეგები მუშაობენ, ცხადია და მათი გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა ჩემთვის. ამიტომ, პირდაპირ გეტყვით, არაეთიკურია ჩემგან იმაზე საუბარი, რა მომწონს ან რა არ მომწონს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილებებში და რას შევცვლიდი.

ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მე სააპელაციო დონეზეც მაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მოწონებული და პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან განმარტებად იქნა მიჩნეული უზენაესი სასამართლოს მიერ. ამიტომ, მე ჩემს საქმიანობას სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებ ჩემს კოლეგებთან ერთად, რა თქმა უნდა. ეს მარტო არ მიიღება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები კოლეგიალურად იქნეს მიღებული – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ ქართული ოცნების დეპუტატ დავით მათიკაშვილის კითხვას რას შეცვლიდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს მოუსმენს, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...