მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს აანონსებს-შესაძლოა პრეზიდენტი მომავალმა პარლამენტმა აირჩიოს.

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს აანონსებს-შესაძლოა პრეზიდენტი მომავალმა პარლამენტმა აირჩიოს.

Published on

ქართული ოცნება ცესკოს საბოლოო შედეგებს და მაჟორიტარების მეორე ტურებს არც კი ელოდება და უკვე აანონსებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. რამდენიმე, უკვე არჩეულმა დეპუტატმა ღიად განაცხადა იმ გეგმების შესახებ, რომელიც პარტიას ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულ ოცნებაში პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე ამახვილებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ არის გარკვეული აცდენა მოქმედი კონსტიტუციით არჩეულ პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და პრეზიდენტის უფლებებს შორის და ეს საკითხი არის გამოსასწორებელი.ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდეს და მოქმედმა პარლამენტმა აირჩიოს.
„გვაქვს გარკვეული ნონსენსი, ისინი ერთმანეთთან ლოგიკაში არ ჯდებიან, არ არის ლოგიკური. ყველაზე უფრო დიდი ლეგიტიმაციით არჩეული, როგორც უნდა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკებში, ასეა არჩეული და ამ დროს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია მის უფლებებსა და მოვალეობებში, ასევე გასასწორებელია,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ეს არ არის ერთადერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელის განხილვას და მიღებასაც ქართული ოცნება გეგმავს. შეგახსენებთ, რომ უკვე დაწყებულია მსჯელობა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ დეფინიციის  შეტანასა და ქუთაისიდან პარლამენტის კვლავ თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით. 
 
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....