მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2 – ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია

რუსთავი 2 – ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია

Published on

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიის "პანორამას" სარჩელის საფუძველზე ყადაღა დაადო რუსთავი 2 ის ქონების ნაწილს- კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს. სასამართლოს გადაწყვეტილება – დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა ორშაბათს  გახდება ცნობილი.

რუსთავი 2 – ი ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია  კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული ახალი ქმედებებისადმი ივანიშვილის ღია მხარდაჭერაზე საუბრობს და ასახელებს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ჯერ კიდევ 2012 წლიდან.

რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ აგორებულ ახალ ტალღას აქტიურად ეხმაურებიან პოლიტიკოსები და ფართო საზოგადოება, მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ საქმე ცდება სამართლებრივი დავის ფარგლებს და  უშუალოდ უკავშირდება მმართველი პარტიისა და ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს.

,,ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შეიყვანა, ერთადერთი ამოცანა აქვს, ეს არის მისი პირადი ძალაუფლების შენარჩუნება და მხოლოდ ამაზე ფიქრობს ეს კაცი და ეს არის რაც აინტერესებს. ამ საქმეში, ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში, მას ხელს უშლის ქართული საზოგადოების, ქართული ხალხის თავისუფალი ნება და სპეციფიურად მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის რუსთავი 2, რომელიც ამ საზოგადოების ძალიან ეფექტურ ინფორმირებას ახდენს. სწორედ ამით არის განპირობებული ყველა ის მცდელობა, რასაც ვხედავთ სამი წლის განმავლობაში და ეს არის მორიგი მცდელობა. თუმცა, თუ ეს მცდელობა გაგრძელდა და მიიღო სერიოზული ფორმები, ეს უმძიმესი შედეგებით დამთავრდება ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკური ფიგურისთვის’’ – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი გიგა ბოკერია ტელეკომპანია რუსთავი 2 –ისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დავასთან დაკავშირებით

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...