მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ კოკში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო ამოქმედდა

სოფელ კოკში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო ამოქმედდა [Video]

Published on

ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, AgriGeorgia/Ferrero-სა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. ჯამური ინვესტიცია შეადგენს 770 000 ლარს, საიდანაც 285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა დონორებისა და ბენეფიციარის წილია.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერეს.

რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 200 ახალი საწარმო, აქედან სამეგრელოს რეგიონში – 24. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ, მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“,

სიახლეები

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე...

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა...

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...