მთავარისიახლეებიკულტურაგზა ზუგდიდიდან ფრაიბურგამდე. რას წერენ უცხოეთში თათია ყურაშვილის სადებიუტო ალბომზე

გზა ზუგდიდიდან ფრაიბურგამდე. რას წერენ უცხოეთში თათია ყურაშვილის სადებიუტო ალბომზე

Published on

,,თათია არის ელექტრონული მომღერალი / კომპოზიტორი / პროდიუსერი წარმოშობით თბილისიდან, საქართველოდან და ამჟამად გერმანიის ფრაიბურგში ცხოვრობს . იგი 10 წელია მღერის და მუშაობს როგორც სიმღერის პედაგოგი, გამოცდილებას უზიარებს თავის სტუდენტებს, და ემზადება ხარისხის მისაღებად მუსიკალურ პედაგოგიკაში.”- ასე წარმოგვიდგენს პოპულარული მუსიკალური საიტი თთიაა ყურაშვილის მუსიკალურ ალბომს ,,TATIA EP_1”

თათია მუშაობს ისეთ მრავალფეროვან ჟანრებში, როგორიცაა Soul, R&B და Hip-Hop, ელექტრონული ელემენტების ერწყმით. მისი ხელოვნება გამოირჩევა ვოკალური ჰარმონიით, თბილი, ემოციური ვოკალით და უნიკალური ინსტრუმენტული სტრუქტურებით.

ცხოვრებისეულმა მოვლენებმა, როგორიცაა სხვა ქვეყანაში გადასვლა და ბავშვობის ოცნებებმა შთააგონეს თათია შეექმნა თავისი სადებიუტო ალბომი. მას ჩაწერილი აქვს ოთხი ტრეკი “EP_1” – ზე (“რა გრძნობაა ეს “, “სხვისი, არა ჩემი სახლი”, “მზე, მთვარე” და “მიპოვე რომ ისევ დავუკრათ “) ოთხივე ჩანაწერი არის შედეგი მისი დაუღალავი შრომისა და უძილო ღამეებისა სტუდიად გადაქცეულ მის საძინებელში. ყველა ტრეკი თავად თათიას მიერ არის დაწერილი, შესრულებული, პროდიუსირებული და შეწყობილი

ახლა თათია მოუთმენლად ელის შესაძლებლობებს მსმენელთა წინაშე წარდგეს ცოცხალი შესრულებებით იქნება ეს ფესტივალები თუ ტურები. ამასთან გამუდმებით აფართოებს მიკსირების ინჟინრის უნარ-ჩვევების განვითარებაზე. გირჩევთ თვალი მიადევნოთ მის წარმატებებს Facebook- ზე, Instagram- ზე და YouTube- ზე, ან მის ოფიციალურ ვებსაიტზე.

,,ოდიში ნიუსი” დასძენს, რომ თათია ყურაშვილი ზუგდიდშია დაბადებული, ინტელექტუალური შრომით მოპოვებული პატივისცემით გარემოცულ ოჯახში. თათია ბევრს ახსოვს მუსიკალური ტელეშოუებიდანაც, რომელმაც თავის დროზე პოპულარობაც მოუტანა მას და ტკივილიც, თუმცა ნამდვილი ხელოვნება ტკივილის გარეშე არ იქმნება. ამჟამად   თათია ყურაშვილი ფრაიბურგის უნივერსიტეტის პოპულარული მუსიკის ფაკულტეტზე სწავლობს . წარმატებებს ვუსურვებთ მას და ყველა ახალგაზრდას, რომელიც თვითდამკვიდრებას და შესაძლებლობების რეალიზაციას მხოლოდ და მხოლოდ თავისი ძალებით, ნიჭიერებითა და დაუღალავი შრომით ცდილობს

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...