მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალ საწარმოებს საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალ საწარმოებს საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს [Video]

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სავაჭრო ცენტრ “რუხი მოლში” “საპარტნიორო ფონდსა” და USAID Zrda-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღამასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში “საპარტნიორო ფონდისა” და “USAID Zrda-ს” ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს “საპარტნიორო ფონდის” შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო” განახორციელებს.
სტარტაპერები, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, “USAID Zrda” “საპარტნიორო ფონდისგან” მიღებულ დაფინანსებას გაუორმაგებს. გრანტის მოცულობა კი ჯამში ნახევარი მილიონი დოლარია.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...