მთავარისიახლეებისაზოგადოება,,სკოლის ავტობუსი ამ ტალახში მოსრიალდა,,- ნახეთ რა ხდება აბასთუმნის გზაზე

,,სკოლის ავტობუსი ამ ტალახში მოსრიალდა,,- ნახეთ რა ხდება აბასთუმნის გზაზე [Video]

Published on

ძველი აბასთუმნის გზა, რომლის სამუშაოებიც ივნისში უნდა დასრულებულიყო, დღესაც დაუმთავრელია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ გზაზე მოძრაობა ფაქტიურად შეუძლებელია, წვიმის დროს ტალახია და მანქანები ვერ მოოძრაობენ, უფრო რთული მდგომარეობაა ფეხით მოსიარულეთათვისაც.ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს თუ რა მდგომარეობაა ადგილზე. ნათია კუტალია ამ გზას ყოველდღე გადის. ის შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და წერს, რომ ეს მოსახლეობის დაცინვაა.
,,აი ასე სრიალ-სრიალით დავდივართ ამ ,,ოფ როუდზე,, ყოველ დღე.ივნისში უნდა ჩაებარებინათ ეს გზა,ჩაგვაბარეს ეს რასაც ახლა ხედავთ,მსგავსი რამ არც ერთ სოფელში არც ერთ კომპანიას არ დაუტოვებია…ეს არის მოსახლეობის დაცინვა,მეტი არაფერი…ამ დილით სკოლის ავტობუსი ამ ტალახში მოსრიალდა და ვერ წამოვიდა,ტალახს ზედ ემატება ის რომ გაბურღვის დროს დატოვეს ამოშვერილი რკინები,ცალკე ამ რკინების გვერდის ავლაზე უნდა იფიქრო…როდემდე ვითმინოთ ეს??!!!ნუ გასაგებია, საუკუნეა არ გგვღირსებია გზა და რაც გაკეთდა ამისთვის მადლობელია ხალხი,მაგრამ ხომ შეიძლება 10 წელი არ დასჭირდეს ამ პატარა მონაკვეთის დასრულებას,,- წერს ნათია კუტალია.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...