მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა - გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია...

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა – გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია [Video]

Published on

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხვირის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, თუმცა ის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ გულის გაჩერება ნარკოზმა გამოიწვია.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი გახდა ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა.

 საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძე აცხადებს, რომ ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა, თუმცა მას ანესთეზიის შეყვანისთანავე განუვითარდა მძიმე ანაფილაქსიური შოკი. რომელიც უბრალო ნოვოკაინის პირველივე წვეთიდანდაიწყო.

ექიმები გოგონას რეანიმირებას 9 საათი ცდილობდნენ, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,, წინასწარ სინჯი რა თქმა უნდა, გაკეთდა. ოჯახის წევრებმაც იციან, რომ გაკეთდა. სინჯის შედეგებს ვაჩვენებთ ხოლმე ყოველთვის ოჯახის წევრებს. ნახეს თვითონაც, რომ არაფერზე რეაქცია არ ჰქონდა. არ არსებობს გარანტია, რომ შოკი არ განვითარდება. მე ექიმის გადაცდომას ვერ ვხედავ. დიდხანს გაგრძელდა რეანიმაცია, შედეგიც იყო შუალედში, მაგრამ ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა და საბოლოოდ გული გაჩერდა.” – ამბობს დავით გოგოძე .

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...