მთავარიUncategorizedხელისუფლების მუშაობა ორიენტირებულია საკუთარი კვლევის შედეგებზე და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ...

ხელისუფლების მუშაობა ორიენტირებულია საკუთარი კვლევის შედეგებზე და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ კვლევაზე – გია ვოლსკი NDI-ის კვლევებს ეხმაურება

Published on

რეალური სურათი იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მუშაობა ორიენტირებულია მათსავე კვლევის შედეგებზე და არა იმ კვლევაზე, რომელიც მისი თქმით, პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.

“ყველა საკითხი, რომელიც გამოკითხვაშია ჩამოყალიბებული, ყოველდღიურად შეისწავლება სამთავრობო სტრუქტურების მიერ. თავად კვლევაზე ჩვენი დამოკიდებულება იცით. კვლევის შედეგები ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რომელიც ქვეყანაში იქმნება. რეალური სურათი, რასაკვირველია, იმ კვლევებშია დადებული, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. შესაბამისად, მუშაობაც ამ კვლევებზეა ორიენტირებული და არა კვლევებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.

ჩვენი კვლევები ამბობს, რომ იგივე ინფრასტრუქტურის პროექტებში დიდი თანხების შემოტანა, რასაკვირველია, გამოიწვევდა დასაქმების ზრდას, თუმცა მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა მთავარი გამოწვევა მაინც დასაქმების თემა რჩება. სოციალურ თემებშია საკმაოდ სერიოზული პოზიტივები, მაგრამ ამასაც შენარჩუნება უნდა.

პრობლემებს არათუ ვგრძნობთ სახელისუფლებო გუნდი, არამედ ვითავისებთ პასუხისმგებლობსაც. უპასუხისმგებლო ხელისუფლება უკვე გვყავდა.

ხელისუფლება ვალდებულია ყოველგვარი კვლევის გარეშე ჰქონდეს ტენდენციების ზუსტი შეფასება და ანალიზი. ეს შეფასებები გვიჩვენებს ძირითადად მონაცემებს,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...