მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: 52%-ის თქმით, მშობლების თაობასთან შედარებით, მათი თაობა ეკონომიკურად უარესად ცხოვრობს ამასთანახლა...

NDI: 52%-ის თქმით, მშობლების თაობასთან შედარებით, მათი თაობა ეკონომიკურად უარესად ცხოვრობს ამასთანახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. 21% პასუხობს, რომ მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს 5 წლის წინანდელთან შედარებით, ხოლო 35% – იგივე. 2%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-მ გამოკითხულებს ასევე ჰკითხა, მშობლების თაობასთან შედარებით, მათი თაობა ეკონომიკურად უარესად ცხოვრობს, იგივენაირად თუ უკეთესად.

  • უკეთესად – 31%
  • უარესად – 52%
  • იგივენაირად – 14%
  • არ ვიცი – 3%

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...