მთავარიUncategorizedბარსელონაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

Published on

ბარსელონაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ბრაალად ედებათ რამდენიმე ბინის გაქურდვა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ასაკი 33-დან 48 წლამდე მერყეობს.

კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

გამოძიების შედეგად, დაზარალებულთა დახმარებით დადგინდა ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ჩხრეკის შედეგად 100-ზე მეტი მოპარული ნივთი, მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოებია ამოღებული.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...