მთავარისიახლეებიპოლიტიკავის ეკუთვნის ანაკლიის პორტის იდეა?- გიგი უგულავას პასუხი გვარამიას კითხვაზე

ვის ეკუთვნის ანაკლიის პორტის იდეა?- გიგი უგულავას პასუხი გვარამიას კითხვაზე

Published on

”პორტის შესახებ მე გავიგე პარლამენტარ გრიშა ქობალიასგან”- განაცხადა ნიკა გვარამიასთან ეთერში ყოფნისას ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. ნიკა გვარამიას კითხვაზე, საიდან გაჩნდა ანაკლიის პორტის იდეა, უგულავამ უპასუხა, რომ ამის შესახებ მან პირველად სწორედ ქობალიასგან გაიგო. ”გახსოვთ ალბათ ყველას ჩვენი დეპუტატი იყო ცხონებული გრიშა ქობალია, სწორედ მისგან გავიგე ანაკლიის პორტის იდეაზე, ანუ, აქ ახალი არაფერია, ეს არის ძველი იდეა და კარგი პროექტია.ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ აშენებულიყო ეს პორტი, თუმცა ხმამაღლა ამას ვერ ამბობს,,- განაცხადა უგულავამ.
2010 წელს ანაკლიის პორტი აქტუალური გახდა გახმაურებული პროექტის “ლაზიკის” სახელწოდებით. ანაკლიაში ქალაქის და პორტის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს პროექტიც განუხორციელებელი დარჩა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ბოლო წლების ყველაზე აქტუალური თემაა. პორტი,  რომლის  მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო,შეჩერებულია.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...