მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაოკუპაციო ძალებმა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ

საოკუპაციო ძალებმა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ

Published on

ინტერპრესნიუსის ცნობით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოების მოწყობას ორ ლოკაციაზე აგრძელებენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ვაჟა ლომიძ გამოცემის კითხვის პასუყხად ამბობს, რომ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ლოკაციებზე ხის ფარდულები დადგეს.

„ფაქტია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორესაც ამონტაჟებენ. ეს ადგილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, სადაც ამჟამად ახალი პოსტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ადგილი სოფელ წაღვლისა და ყობის სიახლოვეს მდებარეობს. ყობის დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრშია. ეს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას აზარალებს და დაძაბულობას ქმნის”,

ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების აღნიშნულ ქმედებებს და საგუშაგოების განთავსებას მორიგ პროვოკაციად აფასებს.

„ორ საგუშაგოს აკეთებენ. ბუნებრივია, შემაშფოთებელია ეს ფაქტი, თუმცა, მოსახლეობა პანიკაში არ არის. ვცხოვრობთ აქ ჩვეულებრივ, ვფიქრობთ, რომ პროვოკაციის მიზნით აკეთებენ. შესაძლოა, ტყით სარგებლობა და გადაადგილება შეგვეზღუდოს, რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი”, – განაცხადა სოფელ ჩორჩანას მცხოვრებმა ნანა მულაძემ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...