მთავარისიახლეებიპოლიტიკაკვიციანს კინაღამ ყურის ბარაბანი გაუხეთქესო - შეშფოთებულია გიორგი ლომია

კვიციანს კინაღამ ყურის ბარაბანი გაუხეთქესო – შეშფოთებულია გიორგი ლომია

Published on

,,რა ინციდენტიც მოხდა ბატონ ემზართან დაკავშირებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ სასწრაფოდ არის კანონში ცვლილება შესატანი და უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება. არ უნდა გვეშინოდეს, თუ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე, რომ გინება არის სიტყვის თავისუფლება, უნდა ავუხსნათ, რომ გინება არის შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება არის კონსტრუქციული კრიტიკის გამოხატვა.

როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ჯერ ერთი, ეს არის ფიზიკური დაზიანება. შეიძლება მას ყური დაუზიანდეს, არ არის პატარა ბავშვი ემზარ კვიციანი. მეორეც, როდესაც გოგო აგინებს და პოლიციას რატომღაც მარტო ემზარ კვიციანი მიჰყავს და ის გოგო არ გაარიდა იქაურობას და არც იმ “ვაჟკაც ბიჭებს” არ არიდებს, ამას არ ჰქვია დემოკრატია, ამას არ ჰქვია აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ამას ჰქვია შეურაცხყოფის ხელშეწყობა, სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან” – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა გიორგი ლომიამ ბიუროს სხდომაზე 8 სექტემბერს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, როცა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აგინა სირცხვილიას აქტივისტებს, ოპერატორებს და პოლიციელებს, ასევე, დაარტყა აქციის რამდენიმე მონაწილეს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...