მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ინაშვილი სასტუმრო რუმსში მიდინარე კონფერენციაზე შეიჭრა და სიტყვიერად დაუპირისპირდა ორგანიზატორებს

ირმა ინაშვილი სასტუმრო რუმსში მიდინარე კონფერენციაზე შეიჭრა და სიტყვიერად დაუპირისპირდა ორგანიზატორებს

Published on

თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

კონფერენციის ორგანიზატორებმა მათ შორის ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ინაშვილს მოუწოდეს , შენობა დაეტოვებინა, რადგან ის არ იყო მოწვეულთა სიაში. ამის შემდეგად მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

,,მინდა მოვისმინო, მნიშვნელოვანი თემაა განსახილველი და შემდეგ მინდა მოვითხოვო რამდენიმეწუთიანი გამოსვლა, – განაცხადა ინაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა, მასზე დასწრების სრული უფლება აქვს, რადგან პარლამენტის ვიცე-სპიკერია.

“დაპატიჟებული არ ვიყავი, მაგრამ დემოკრატია იმას ნიშნავს, რომ მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მაქვს უფლება მოვიდე, გავაკეთო მოხსენება, მივიღო მონაწილეობა და მოვისმინო. ეს არის თქვენი დემოკრატია? პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება დაესწროს კონფერენციას? საქმე იმაშია, რომ სამი დღის მანძილზე საუბრობენ “პატრიოტთა ალიანსზე”, ცილს გვწამებენ, ჩვენი დამახინჯებული ციტატები წარმოადგინეს. მე კონკრეტულად ბატონ ბოკერიას ვუწოდებ მატყუარას და მინდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გავაკეთო განმარტება და ავხსნა ვინ ვართ ჩვენ,” – განაცხადა  ირმა ინაშვილმა. იგი არდაემორჩილა სამართალდამცავებს და ღონისიებაზე დარჩა. ამ ინცინდენტმა კოფერენციის მუშაობაში მცირე ხნით პაუზა გამოიწვია.

დევიდ კრამერი ამბობს, რომ კონფერენციაზე შეჭრა უხეშობაა.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა, კონფერენციაზე შეჭრა გულწრფელად, რომ ვთქვა უხეშობაა. ვიმედოვნებ, ახლა ყველა დამშვიდდება და განვაგრძობთ იქიდან, სადაც შევჩერდით“ – ამბობს კრამერი.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ხატია დეკანოიძე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინცინდენტს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის პროვოკაციას უწოდებს.
დეკანოიძე აღნიშნავს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” კრემლის დავალებების შემსრულებელია და “ქართულ ოცნებასთან ” ერთ კალაპოტში მოძრაობს.
“ეს არის ადამიანი, რომელიც ასრულებს რუსეთის დავალებებს და ყველაზე მთავარი რაც არის ეს ძალა, “პატრიოტთა ალიანსი” წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილისთვის, ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის მთავარ საყრდენ ძალას. ასეთი ადამიანები სხედან პარლამენტში და გამოხატავენ ზიზღს და დაუნდობელ რეაქციებს ოპოზიციის მიმართ. ინაშვილი და გახარია უნისონში ამბობენ, რომ ოპოზიცია უნდა დაასრულონ. ინაშვილმა მიიღო კრემლისგან დავალება რომ მოსულიყო აქ და მოეწყო პროვოკაცია”- განაცხადა დეკანოიძემ.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...