მთავარიUncategorizedტაიფუნი „ფაქსაი“ - ტოკიოში, ,,დორიანი'' - ბაჰამის კუბნძულებზე

ტაიფუნი „ფაქსაი“ – ტოკიოში, ,,დორიანი” – ბაჰამის კუბნძულებზე

Published on

აპონიის დედაქალაქ ტოკიოს ტაიფუნი „ფაქსაი“ დაატყდა თავს, რამაც ძლიერი წვიმები და ქარიშხალი გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქარიშხლის გამო, რომლის სიჩქარემ 210 კმ/სთ მიაღწია, რეგიონში 100 ავია და ამდენივე სარკინიგზო რეისი გაუქმდა.

მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ 390,000-ზემეტი ადამიანის ევაკუაციის რეეკომენადაცია გასცა.

ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის ინფორმაციით, დაახლოებით 290,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამჟამად „ფაქსაი“ 25 კმ/სთ სიჩქარით ჩრდილოეთისკენ მიიწევს. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი მეწყერისა და მდინარეების ადიდების შესახებ აფრთხილებს.

ბაჰამის კუნძულებზე კი ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაკარგულების სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

როგორც ბაჰამის კუნძულების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, თავდაპირველად მაშველები დაკარგულების და დაღუპულების ცხედრების პოვნას შეეცდებიან, შემდეგ კი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა კუნძულების მოსახლეობას. ამ დრომდე გრელდება კუნძულ აბაკოდან უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია. ათასობით ადამიანს თავშესაფარი და პირველადი დახმარება ესაჭიროება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 43 ადამიანი. თუმცა, მოსალოდნელია მსხვერპლთა რიცხვის ზრდა. აბაკოს კუნძულის მოსახლეობა მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სტიქიამდე და მას შემდეგ მოსახლეობის სათანადო დახმარება ვერ შეძლო.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...