მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაცმოძრაობა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაშით გააცილეს

„ნაცმოძრაობა“ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაშით გააცილეს

Published on

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ და მინისტრებმა პარლამენტიდან ტაშით გააცილეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები.

აღნიშნულის შემდეგ გახარიამ კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიმართლის საშუალებით ყოველდღე უნდა ამხილონ.

„მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში რაც ახლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, თუ როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე, რაც ახლა მოხდა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ეს ხალხი სიმართლის საშუალებით ვამხილოთ ყოველდღე, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. მაშინ, როცა კარგად მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები, ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ეს ხალხი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისხდნენ საათობით და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ფორმატში ჩაიშალა. ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის მოსმენაზე, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარიას კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა. მან მოუწოდა დამსწრეებს, შეეწყვიტათ სხდომა, რადგან „პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს“.

სიახლეები

ევროპარლამენტის გაფართოების შემდეგ ტალღაში საქართველო ვერ მოხვდა

ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროდეპუტატებმა ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია დაამტკიცეს. დოკუმენტს კენჭი რამდენიმე...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს

მოკლული მასწავლებლის საქმეზე შესაძლოა, დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს - დღეს პროკურორმა დაადასტურა, რომ გიგა ავალიანის...

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...