მთავარიUncategorizedმამუკა ბახტაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, მსოფლიო ბანკში გააგრძელებს

მამუკა ბახტაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, მსოფლიო ბანკში გააგრძელებს

Published on

საქართველოს ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, მსოფლიო ბანკში გააგრძელებს. bm.ge-ს ინფორმაციით, მთავრობის ყოფილი მეთაური მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის ემზადება.

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევნები 2020 წლის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების დროს გაიმართება. bm.ge-ის ინფორმაციითვე, ყოფილმა პრემიერმა შეთავაზება ამერიკული მხარისგან მიიღო, რადგან სწორედ აშშ არის World Bank-ის საქმიანობის მთავარი წარმმართველი.


იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, ის მეორე ყოფილი პრემიერი იქნება „ოცნების“ მთავრობიდან, ვინც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში დასაქმდება.

შეგახსენებთ, პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა საქმიანობა EBRD-ში დაიწყო.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...