მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

“დღესვე უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

Published on

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს ყველა სახის იარაღის წარმოება, ბირთვულის გარდა:


„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ჩვენი ჯარის გაძლიერება ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არის მიმართული. ჩემი სურვილი, რაც მე აღვნიშნე, სამხედრო მრეწველობის განვითარება, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, მოვიძიე ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად, მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვები, რამდენიმე ათეულს მილიონს შეიძლება ხარჯავდეს ტყვია-წამლის შეძენაში. რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ჩემი შს მინისტრობის პერიოდში და მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი რაც მქონდა, ეს არის ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოთ და ამის კეთება უნდა დავიწყოთ დღესვე. რა თქმა უნდა, ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...