მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ მოიპარა წითელი მულჩი?

ვინ მოიპარა წითელი მულჩი?

Published on

დაახლოებით 1 თვის წინ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საზეიმოდ გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ 3 ჰექტარზე, სხვადასხვა ზონებად დაყოფილი პარკი მოაწყო, თუმცა ის უკვე დაზიანებულია.

„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები, რომ იქ მოეწყობოდა სივრცე ახალი ხე-მცენარეებით. სპეციალურად ბავშვებისთვის რამდენიმე ახალი სივრცეა მოწყობილი, როგორც საკალათბურთო მოედანი, ისე სკეიტბორდისთვის და ველოსიპედებისთვის, ასევე, სათამაშო გასართობი ატრაქციონები პატარებისთვის, სპეციალური ზონა ცხოველებისთვის, ველობილიკები. სივრცე არის განათებული და გამწვანებული. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„გული მწყდება, რადგან, ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ და ისევ თქვენი ფულით. თქვენი გადასახადებიდან იხარჯება თანხები იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ისეთივე მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქალაქთან მიმართებაში, როგორც საკუთარ სახლთან. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ადამიანები, ვინც ამას აზიანებს, საკუთარ სახლშიც იგივენაირად იქცეოდეს და ავეჯს ამტვრევდეს. . ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ვფიქრობ, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს. თუ დავანგრიეთ და დავამტვრიეთ, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, ხე-მცენარეები დავრგეთ და მათ ირგვლივ წითელი მულჩი იყო მოყრილი, ის მოიპარეს და წაიღეს. საოცრებები ხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გვერდით დაგვიდგება. ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის მეექვსე მიკრორაიონის პარკს. გვაქვს სხვადასხვა შემთხვევები და ვფიქრობ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველამ უნდა მოვუაროთ ჩვენს ქალაქს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა უსაფრთხოების სამსახურს და მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მაქსიმალურად გაამკაცრონ ზომები, დაამატონ კამერები და გამოყონ თანამშრომლები, რომლებიც დროებით პატრულირებას განახორციელებენ.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...