მთავარიUncategorizedპოლიცია პარლამენტს ხალხს არ აკარებს - ,,ხელის კვრით გამომაგდეს, არ მაძლევენ...

პოლიცია პარლამენტს ხალხს არ აკარებს – ,,ხელის კვრით გამომაგდეს, არ მაძლევენ უფლებას, პარლამენტის ჭიშკართან მივიდე” აცხადებს სალომე სამადაშვილი

Published on

საპატრულო პოლიციამ გაიყვანა აქცია „სირცხვილიას” მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან, სადაც აქცია დილიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის მარცხენა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ, რომელიც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ეზოში შეძახილით: „მონა“ შეაცილეს, განმარტა, რატომ მიმართა ამ ზომებს – როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ პროტესტი მშვიდად გამოხატონ, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ შენობის ბლოკირება მოახდინონ.

„შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. შესაბამისად, მოვუწოდეთ, რომ გადაწეულიყვნენ და გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. ნუ დაბლოკავენ“, – განაცხადა სირაძემ.

პოლიციამ პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცა „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს/ა, ამ ფაქტს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა- შემოხლა მოჰყვა.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქალაქო ფორმებში გადაცმული ადამიანები არ აძლევენ მას პარლამენტში შესვლის უფლებას, რაც მისივე შეფასებით, ძალადობაა. ამასთან, მან კვირას პარლამენტთან აქციის მოწყობა დააანონსა.

„პოლიციამ ხელის კვრით გამომაგდო პარლამენტის წევრი. არ მაძლევენ უფლებას მივიდე პარლამენტის ჭიშკართან. უფლება მაქვს შევიდე პარლამენტის შენობაში ნებისმიერი შესავლელიდან. პოლიციამ ბლოკირება გაუკეთა ჭიშკარს და არ მიშვებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...