მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ხვალ ოდესაში პოროშენკოს ვიზიტის დროს ჩვენ წარვადგენთ...

მიხეილ სააკაშვილი: ხვალ ოდესაში პოროშენკოს ვიზიტის დროს ჩვენ წარვადგენთ ჩემს სამ მოადგილეს

Published on

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
შეგახსენებთ,  ,,რუპორ ოდესსი''-მ 6 ოქტომბერს გააავრცელაინფორმაცია, რომ უკრაინის  პრეზიდენტმა პოროშენკომ უკვე მოაწერა  ხელი  განკარგულებას ოდესის გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ, მაგრამ ეს  განკარგულება 8 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.
ინფორმაცია სიხარულით აიტაცა ,,ქართული ოცნების'' მხარდამჭერმა მედიამ.
 მიხეილ სააკაშვილის თქმით,  უკრაინის პრეზიდენტის ოდესის ოლქში ჩამოსვლა არა მის გათავისუფლებას, არამედ მისი ადმინისტრაციის უფრო გაძლიერებას უკავშირდება:
„ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ხვალ პრეზიდენტის ვიზიტის დროს ჩვენ წარვადგენთ ჩემს სამ მოადგილეს, კემბრიჯის, პრიონსტონის უნივერსიტეტების და ლონდონის ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებულებს. მთავარი კი ისაა, რომ ძალიან საინტერესო და აქტიური ახალგაზრდები არიან.“ წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...