მთავარიUncategorized,,ქვეყანაში ვიღაც უაზროდ მდიდარი კაცი ისე ნიშნავს და აპანღურებს პრემიერებს, როგორც...

,,ქვეყანაში ვიღაც უაზროდ მდიდარი კაცი ისე ნიშნავს და აპანღურებს პრემიერებს, როგორც თავად სურს”

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მამუკა ბახტაძის გადადგომას პოლიტიკოსები ეხმაურებიან:


“საქართველო ერთადერთი ,,საპარლამენტო დემოკრატიაა” მსოფლიოში, სადაც პრემიერ-მინისტრებს, ვიღაც უაზროდ მდიდარი კაცი, ნიშნავს და აპანღურებს, როგორც უნდა”აცხადებს სალომე სამადაშვილი.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება სახლში უნდა წავიდეს. ამასთან ბაქრაძე ამბობს, რომ ბახტაძის პრემიერობის დროს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა მოსახლეობა.
“გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა. გაზრდილი სამთავრობო ხარჯები, გავრილოვის ღამე, ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმის, რითიც დაამახსოვრა თავი ბახტაძის მთავრობამ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ ნებისმიერი საუბარი მის მხრიდან რაღაც ინსტიტუციონალურ ჩარჩოებზე, მომავალი წლების განვითარების სახელმძღვანელოებზე და მაღალფარდოვანი ფრაზები უბრალოდ კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ ეს მთავრობა კიდევ ერთხელ მოწყდა რეალობას. მათ ისიც კი არ ესმით რა სჭირდება ქვეყანას. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდაგადანაცვლებები “ქართული ოცნების” გუნდში, არამედ ამ გუნდის ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლოების მოსვლა, რომელსაც ესმის რა სჭირდება ქვეყანას, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას, მთავრობა რომელიც დაკავდება პრობლემების მოგვარებით და არა ფეისბუქზე მაღალფარდოვანი გამოსათხოვარი ნეკროლოგების გავრცელებით”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...