მთავარივიდეოელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს?

ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს?

Published on

“ნიუპოსტისთვის” ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს. 
წყაროს ინფორმაციით, ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება პარტიაში დიდი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა. 

როგორც ცნობილია, ხოშტარია ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად სამეგრელოში იმყოფება და ისე აწარმოებს მისახლეობაში პიარ კამპანიას, რომ “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები საქმის კურსშიც არ იყვნენ.

ხოშტარიას ვიზიტი თანაგუნდელებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა დეპუტატმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. 

“ნიუპოსტს” კულუარულად ეს ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა უცნობია როდის გააკეთებს ღია განცხადებას ელენე ხოშტარია და ვინ იქნება შემდეგი.
“ნიუპოსტი” თავად ელენე ხოშტარიასაც დაუკავშირდა. უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ მას პარტიაში დაპირისპირება არავისთან არ აქვს: 
“არანაირი დაპირისპირება არ მაქვს არავისთან,პარტიაში ვარ ცხადია და თუ რამე შეიცვლება შეგატყობინებთ”.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...