მთავარიUncategorized,,ბოლო თვეებში თბილისი მიზანმიმართულად ამძაფრებდა დაძაბულობას საზღვარზე '' - აცხადებს რუსეთის ფედერაციის...

,,ბოლო თვეებში თბილისი მიზანმიმართულად ამძაფრებდა დაძაბულობას საზღვარზე ” – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო

Published on

გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისთან ახლოს, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობამ გამოიწვია, – ამის შესახებ ნათქვამია სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელებულია იმ ფონზე, როდესაც თბილისმა არაერთგზის თქვა უარის ცხინვალის წინადადებაზე, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მოლაპარაკებები“.

„ამ ვითარებაში სამხრეთ ოსეთი ცდილობს შექმნას უსაფრთხოების პირობები მოსახლეობისთვის, რაც არის მათი სუვერენული უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი. ბოლო თვეებში თბილისი მიზანმიმართულად ამძაფრებდა დაძაბულობას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით და პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააგრძელონ სადავო საკითხების კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს – ჯო უილსონი

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, - განცხადება ამის...

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – არიან დაშავებულები

თურქეთში არმიის ავიაციის სარდლობის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა . თურქული მედია წერს, რომ შემთხვევა ანკარაში...

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში – წერეთლის ქუჩიდან ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში - წერეთლის ქუჩიდან ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ. დილიდან ადგილზე...

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...