მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძის თქმით ცვლილებები 3 დღეში აუცილებლად დადგება

დავით ბაქრაძის თქმით ცვლილებები 3 დღეში აუცილებლად დადგება

Published on

"ვფიქრობ, საქართველომ დადებითი, პოზიტიური, მშვიდობიანი აქცია იხილა. ცვლილებები 3 დღეში აუცილებლად დადგება, ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების. ამ ადამიანებს სჯერათ გამარჯვების და ჩვენ აუცილებლად გავიმაჯრვებთ. დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ახალი პოლიტიკური კულტურის დამამკვირდებელი ამ ქვეყანაში.  ჩვენ ვართ ძალა, რომელიც მშვიდად ძალიან ლამაზად ატარებს, ყველანაირი ძალადობის და მოწოდებების გარეშე. ასეთი ძალა სჭირდება ქვეყანას, რომ მართონ ის მშვიდად. ეს შეუძლია ნაციონალურ მოძრაობას და არ შეუძლია ქართულ ოცნებას, რომელიც მუდმივად შიშებზე და გადატრიალებაზე საუბრობს. "სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება პასუხს არ იღებს არაფერზე ამ ქვეყანაში, რაც ხდება. გუშინ გივი თარგამაძეს დააბრალეს, რომ თავი აიფეთქაო, 3 დღის წინ ზესუმზირის ჭამასთან დაკავშირებულ კონფლიქტს დააბრალეს ოქრუაშვილის დაცხრილვა, 6 თვის წინ გიგა ბოკერიას დააბრალეს კორცხელი. 4 წელია, ხან ეროვნულ ბანკს, ხან გარეფაქტორებს დააბრალეს ლარის გაუფასურება. ხალხს დააბრალეს, რომ, თურმე, ვერ ხვდებიან, რა კარგად ცხოვრობენ. მათ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. მათ ჰგონიათ, რომ მთავრობაში ყოფნა პრემიების აღება ჰგონიათ. ეს ასე არაა, მათ არ უნდათ პასუხისმგებლობა და ჩვენ მათ გავათავისუფლებთ ამისგან და გავიმარჯვებთ არჩევნებში," – აცხადებს დავით ბაქრაძე.  
 
 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...