მთავარისიახლეებიპოლიტიკააფეთქების შდეგად დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

აფეთქების შდეგად დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

Published on

თბილისში, ვეკუას ქუჩაზე, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილას, ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, შეზღუდულია გადაადგილება.სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან აფეთქების შედეგად დაზარალებულები. 5 დაშავებულიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ოპერაციის შემდეგ, ის ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.რაც შეეხება დაზარალებულ ქალბატონს, მკურნალი ექიმის ნუგზარ ნატროშვილის თქმით, მას საავადმყოფოში მიყვანისას ღია ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა, აღმოუჩინეს პირველადი ქირურგიული დახმარება და ახლა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...