მთავარისიახლეებიპოლიტიკათამარ ჩუგოშვილი მწარედ განიცდის ხალვაშის ტელევიზიის კრახს. - "რუსთავი 2"-ის დატოვება...

თამარ ჩუგოშვილი მწარედ განიცდის ხალვაშის ტელევიზიის კრახს. – “რუსთავი 2”-ის დატოვება ჟურნალისტების ნაწილისთვის წნეხის, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება იყო

Published on

ვფიქრობ, “რუსთავი 2”-ის დატოვება ჟურნალისტების ნაწილისთვის წნეხის, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება იყო, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებმა ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ვფიქრობ, ნაწილობრივი მათგანისთვის ეს იყო წნეხის ქვეშ, ყოფილი დირექტორის ბულინგის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება და ეს არც მათ და არც არხის ინტერესებში შედიოდა. მცდელობა, რომ „რუსთავი 2″ განადგურდეს, ყოფილი დირექტორის და მფლობელის ტიპიური ქმედებაა, რადგან ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს  ახასიათებს, რომ მის მერე ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს. ეს მიდგომა ზოგადად აქვს და როგორც ჩანს, ამჯერად გადაწყვიტა, რომ გამოიყენოს „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით, რადგან სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მას არ ეკუთვნის არხი და ეკუთვნის სხვა მფლობელს”, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ, მედიამ და ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიასა და  მიხეილ სააკაშვილს  „რუსთავი 2″-ის განადგურების უფლება არ უნდა მისცენ.

„ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არ არის სწორი დამოკიდებულება მათი მხრიდან იმ არხის განადგურების მცდელობა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნისა და თანამედროვე ისტორიის ნაწილად იქცა და არ არის სწორი მისი განადგურება იმის გამო, რომ ასე სურს ყოფილ დირექტორს, რომელმაც ბოლო პერიოდში არხი აქცია არაეთიკურობის, უზრდელობისა და ყალბი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების ადგილად. ეს ძალიან არასასიამოვნო, არასწორი და დამაზიანებელი იყო როგორც მედიისთვის, ისე – არხისთვის. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი მცდელობა, საბოლოოდ განადგურდეს ეს არხი, არ არის სწორი დამოკიდებულება არც არხთან დაკავშირებით და მიმართებით და არც მედიის თავისუფლებასთან მიმართებით. მე რომ ვიყო მედიის წარმომადგენელი, თუ სადმე ექნებოდა პროფესიონალურად მუშაობასა და ბრძოლას აზრი, ეს იქნებოდა სწორედ “რუსთავი 2”. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, “რუსთავი 2” დარჩეს ობიექტურ, კრიტიკულ არხად, ამისთვის გარანტიები ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ ახალი მფლობელისგან და მენეჯმენტისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მენეჯმენტი შეძლებს ამის უზრუნველყოფას. “რუსთავი 2″ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა და როგორც არ უნდა უნდოდეს გვარამიასა და სააკაშვილს მისი განადგურება, ვფიქრობ, ამის უფლება არც ჟურნალისტებმა, არც საზოგადოებამ და არც მედიამ მათ არ უნდა მისცეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ნიკა გვარამიამ ამ რამდენიმე დღის წინ ასე შეაფასა მსგავსი განცხადებები: ამათ ჟურნალისტები ჯოგი გონიათ.

სიახლეები

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...

არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპატრიარქოშია დაბარებული. თოლორაიას თქმით, ის...