მთავარისიახლეებისამხედრო თემაქართული ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა

ქართული ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა

Published on

აქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით,   დასრულდა  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი როტაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები –   32-ე ბატალიონის წევრები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმსახურებენ, ისინი  ავღანეთში მყოფი 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ჩაანაცვლებენ.   მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებაა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ოპერაციის რაიონის გადაბარებამდე, 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითების და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დასკვნით სწავლებას გაივლის. ავღანეთში გამგზავრებამდე მათ შესაბამისი წვრთნები ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე გაიარეს.
 
 ქართველი სამხედროები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააცილა,  მისიის წარმატებით გაგრძელება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ლევან იზორიამ მათ მადლობა გადაუხადა იმ აღიარებისთვის, რომელიც ქართველებმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას მოიპოვეს. 
 
”ამ მისიის შესრულებით ისინი თავიანთ სამშობლოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იცავენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ ღვაწლს. სიამაყის გრძნობით მინდა ავღნიშნო, რომ ეს ბიჭები იმ დიდი ქართული საბრძოლო ტრადიციების გამგრძელებლები არიან, რითაც ჩვენ ისტორიულად გამოვირჩეოდით. ჩვენ ამაყები ვართ არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის, არამედ ჩვენი აწმყოს მიმართაც და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებაა.“ – აღნიშნა მან
 
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...