მთავარიUncategorizedხალვაშმა რუსთავი 2 - ის წინააღმდეგ ბრძოლა ლოგოთი დაიწყო და ბოლოს მხოლოდ...

ხალვაშმა რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ ბრძოლა ლოგოთი დაიწყო და ბოლოს მხოლოდ ლოგო შერჩა

Published on

გუშინ 9 საათიან კურიერში საგანგებო განცხადება გააკეთეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, რის შემდეგაც მათ არხი დატოვეს და კურიერის მაუწყებლობა შეწყდა. ტელეკომპანია დატოვა დავით ქაშიაშვილმა, მაიკო ლომიძემ, ასევე გიგლა თუმანიშვილმა და ეკა გაგუამ.

„მე როგორც კურიერის ერთი რიგითი ჟურნალისტი ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აღვიქვამ როგორც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანიბაში ჩარევას. როგორც მცდელობას გამაჩუმონ. არ მათქმევინონ სიმართლე. არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე. ვინც არ უნდა დადონ, ზუსტადაც დადონ ნოდარის ადგილზე ის იქნება ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, მედია ცენზორი და რუსთავი 2 ის დამანგრეველი“ – წერს ეკა გაგუა.

„11 წელი ერთ ყუთში ჩამეტია!!! როგორც ჩანს არ ყოფილა ბევრი დრო, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დროა ერთ ოთახში იცხოვრო და აკეთო ის საქმე რაც ძალიან გიყვარს!!! დიახ მე ვცხოვრობდი რუსთავი 2-ში,ძალიან დიდ დროს ვატარებდით არხსზე რომელიც ჩვენ ჩვენი წილი აგურებით ვაშენეთ. მიყვარს უზომოდ ეს ტელევიზია, დავრჩები იმ ადამიანების გულშემატკივრად ვინც გააგრძელებს ამ არხზე მუშაობას!!!

მე წავედი… ხვალ მოვა ის ვინც საბოლოოს გამორთავს რუსთავი 2-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები… მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით!!!-

დიახ წავედი რუსთავი 2-დან, ჩემთვის ძალიან საყვარელი ტელევიზიიდან. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თითოეულ მაყურებელს და მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, იმ თბილი სიტყვებისთვის რომელიც არაერთხელ უთქვამ ქუჩაში. გავა დრო და კიდევ შევხვდებით… მიყვარხართ!!! მიყვარხართ ჩემო მეგობრებო!!!

და რაც მთავარია კინაღამ დამავიწყდა! მადლობა თითოეულ რესპოდენტს, რომლებიც გვაბრაზებდნენ და ვაბრაზებდით, პრესსამსახურის თანამშრომლებს ქოცების დროსაც და ნაცების დროსაც, რომლებსაც ხშირად ვეკამათებოდი, ახლა ყველა დავრწმუნდებით ვისაც აქამდე არ სჯეროდა რა კარგი იყო სივრცე სადაც გაკრიტიკებენ იმიტომ რომ არ მოეშვა. წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს!“ – წერს გიგლა თუმანიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...