მთავარისიახლეებიეკონომიკაიტალიაში გაფრენა 20 ევროდ გახდა შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია თავის დროზე სწორედ...

იტალიაში გაფრენა 20 ევროდ გახდა შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია თავის დროზე სწორედ რაინეარის შემოსაყვანად გადაწყდა

Published on

თბილისი-მილანის რეისზე ბილეთის მინიმალური ფასი 19.99 ევრო იქნება.

როგორც Ryanair-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ფრენები 6 ნოემბრიდან დაიწყება. ბილეთის ფასები 19.99 ევროდან იწყება და მაქსიმუმ 84 ევრომდე ადის.

როგორც ცნობილია, Ryanair-ი საქართველოდან იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებში იფრენს. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენები უკვე გამოჩნდა. ქუთაისიდან ფრენებში მითითებულია იტალიის ქალაქი ბოლონია და საფრანგეთის ქალაქი მარსელი, თბილისიდან კი, იტალიის მილანის ბერგამოს აეროპორტი.

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ქუთაისის აეროპორტის განვითარების პროექტში იყო ჩართული და საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც იყო ინფორმირებული, აცხადებს, რომ “რაინეარს” ფრენა საქართველოდან ჯერ კიდევ 2013 წლიდან უნდა დაეწყო. მისი თქმით ქუთაისის აეროპორტის რეკონტრუქცია – რაც ქართული ოცნების მთავრობამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა – სწორედ „რაინეარისთვის“ მოხდა. იმ ხედვით და გეგმით რაც არსებობდა, აეროპორტის მგზავრთა ნაკადი 2 მილიონს დიდი ხნის წინ უნდა გადამცდარიყო. იმ მასშტაბის მიმოსვლა ევროკავშირთან რა მასშტაბსაც მოიტანდა რაინეარის ამუშავება – რაც ამჟამინდელ ნაკადზე 5-ჯერ მეტია – დასავლეთ საქართველოს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური რეალობისთვის უდიდესი სტიმული იქნებოდა.

„მივესალმებით დაბალბიუჯეტიანი ავიაციის ფლაგმანის, ავიაკომპანია რაინეართან კონტრაქტის თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით გაფორმებას. იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი დაარწმუნებს მთავრობას რომ რესურსები და ძალისხმევა არა ოკუპანტი ქვეყნიდან დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტების და ამ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაზე უნდა დაიხარჯოს, არამედ ევროკავშირიდან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების შემოდინებაზე.  ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილ სიმძლავრეზე გასვლა ნიშნავს არა მხოლოდ რუსეთზე ტურიზმში დამოკიდებულების სრულიად განეიტრალებას, არამედ საქართველოს და პირველ რიგში დასავლეთ საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზულ ნახტომს,“ – თქვა გიორგი კანდელაკმა


სიახლეები

დააკავეს “პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი

დააკავეს “პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. დაკავების მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დაკავებების სერია განახლდა - დღეს...

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ცოლთან ერთად, გიორგი ლიფონავა… – დაკავებულთა რაოდენობა იზრდება

ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ახლა დამირეკეს პოლიციიდან...

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

დაკავებულია ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. როგორც ჩიქოვანის დედა, დოდო შონავა სოციალურ ქსელში წერს, მისი რძლის და...

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ადგილის გაცვლა შესთავაზა და განაცხადა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის თანხლებით მისული ირაკლი ღარიბაშვილი ხუმრობის ხასიათზე იყო. ის სხდომათა დარბაზში...